რეპერი მასტერი გიორგი პავლიაშვილი თაყვანისმცემელს ახალ კლიპს სთავაზობს. სიმღერის სახელწოდებაა „S.O.S.“. როგორც თავად რეპერი წერს: „ყველა ადამიანს, ვინც მსგავს სიტუაციაში გრძნობს თავს, მინდა ვუთხრა, რომ არ ხართ მარტო და სადღაც შორს, თუნდაც კილომეტრებს იქით მე მესმის თქვენი…“
კლიპი, ისევე, როგორც რეპერის სხვა ნამუშევრები, „Xenon Production“-მა გადაიღო, ოპერატორი: გიორგი მხეიძე. კლიპში მონაწილეობს მარიამ გაზდელიანი.