“მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაცია – მომავლის მზის” პრეზენტაცია

მგონი, აღარ დარჩა პროფესია, სადაც ჟურნალისტებს საკუთარი თავი არ მოესინჯოთ. ამჯერად არა ეთერში ან ინტერვიუზე გასასვლელად მომზადება გაიარეს, არამედ საკუთარი ვოკალური შეასძლებლობები მოსინჯეს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთ მიზანს – ქველმოქმედებას ეხება. საქმე იმაშია, რომ მომღერლებმა და ჟურნალისტებმა ჰიმნი ჩაწერეს, რომელიც მარტოხელა დედათა მხარდასაჭერად შეიქმნა. 6 ივლისს კი არასამათავრობო ორგანიზაციის „მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაციის – მომავლის მზის“ პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაცია თავად მარტოხელა დედამ, თეონა ფირანიშვილმა ჩამოაყალიბა.

Scroll to Top