ეს სცენა ფილმ შერლოკის მეორე ნაწილიდან, არა მხოლოდ მისტერ ჰოლმსის მოყვარულებისთვისაა შეუფასებელი, არამედ ზოგადად ხელოვანებისთვისაც. ადამიანი კი, რომელმაც ამ ქორეოგრაფიულ დადგმაზე იმუშავა, ლონდონის მუსიკისა და დრამის აკადემიის “ლამდას” პედაგოგი, დაიანა სკრივენერი გახლავთ. ის ისტორიული ცეკვების პედაგოგია და მის ქორეოგრაფიულ დადგმებს, ისეთ ფილმებში შეხვდებით, როგორებიცაა დაუნთაუნ ები, ომი და მშვიდობა, რობინ ჰუდი. მას ასევე ნამუშევარი აქვს მსოფლიოს მიერ აღიარებულ რეჟისორებთან, რომელთა რიგებშიცაა მარტინ სკორზე, გაი რიჩი და რიდლი სკოტი. ნამდვილად სასიხარულო ამბავი აღმოჩნდა საქართველოსვის ის ფაქტი, რომ დაიანა სკრივენერმა ჩვენს ქვეყანაში ვორქშოფის ჩატარების სურვილი გამოთქვა. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ქორეოგრაფთან ინტერვიუ მაშინ ჩაწერა, როდესაც ის სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანას სტუმრობდა. რქორეოგრაფმა მის შემოქმედებაზე, ინიციატივაზე, საქართველოზე და იმ შთაბეჭდილებებზე ისაუბარა, რომელიც თბილისში სტუმრობით მიიღო.
Home Uncategorized მარტინ სკორსეზეს, გაი რიჩისა და რიდლი სკოტის ფილმების ქორეოგრაფი, დაიანა სკრივენერი საქართველოს...