Maroon 5-ის ბილეთები ელვის სისწრაფით იყიდება! – ერთ საათში 8000-ზე მეტი ბილეთია გაყიდული

0
13

Maroon 5-ის კონცერტი 7 ივნისს, ბათუმის საოცრებათა პარკში გაიმართება. როგორც წინასწარ იყო დაანონსებული, tkt.ge-მ დღეს, 25 აპრილს, დილის 9 საათიდან დაიწყო ბილეთების გაყიდვა. სულ გამოტანილია 30 000 ბილეთი, აქედან 40-ლარიანი გახლავთ 28 000, დანარჩენი კი “ოქროს ზონის“ 100-ლარიან და ორი ვიაიპი ზონის 200 და 300-ლარიან ბილეთებზეა გადანაწილებული.

როგორც საიტის გენერალურმა მენეჯერმა, მარიამ მორგოშიამ “ფორტუნას“ განუცხადა, პირველ ერთ საათში 8107 ბილეთი გაიყიდა. მათ შორის ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო ე.წ. ოქროს ზონის ბილეთებზე და პირველივე ნახევარ საათში აჩვენებდა, რომ ისინი სულ მთლიანად გაიყიდა, თუმცა მოგვიანებით, დაბლოკილი ბილეთების ნაწილი გამოჩნდა და მათი შეძენა შესაძლებელი გახდა. სისტემა ბლოკავს ბილეთს, მაგრამ თუკი მომხმარებელი ბოლომდე ვერ მოახერხებს გადახდის გატარებას, 5 წუთში ბილეთი ისევ გასაყიდად გამოდის. სწორედ ეს მოხდა 100-ლარიანი ბილეთების შემთხვევაშიც. ამ ზონის არც ერთი ადგილი აღარ არის დარჩენილი.

ვიაიპი ადგილებზე იყო მოთხოვნა და მათი უმეტესობა მალევე გაიყიდა. ვიაპი ბილეთები აღარ არის დარჩენილი. მათი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ისინი შემაღლებულ ადგილზეა და სცენასთან არის გასწორებული, შესაბამისად, ხილვადობა უკეთესი იქნება.

ჯერჯერობით 40-ლარიანი ბილეთები ხელმისაწვდომია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here