Maroon 5-ის ბათუმური კონცერტის ბილეთების ფასები ცნობილია!..

0
31

Maroon 5 7 ივნისს საქართველოს ესტუმრება. ბილეთები tkt.ge-ს საშუალებით 25 აპრილიდან გაიყიდება. ბილეთების გაყიდვის ზუსტ თარიღს მათ გაყიდვამდე მცირე ხნით ადრე საიტის ადმინისტრაცია ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოაცხადებს.

სულ, როგორც საიტიდან “ფორტუნას“ აცნობეს, ონლაინგაყიდვაში ჩაეშვება 30 000 ბილეთი. გარდა ამისა, მაისის დასაწყისიდან, ჯგუფის კონცერტზე, ბათუმის “საოცრებათა პარკში“ დასასწრები ბილეთები ფილარმონიის სალაროშიც გაიყიდება. სალაროს გახსნა ბათუმშიც იგეგმება. როგორი იქნება განლაგება, სქემას საიტი მალე შემოგვთავაზებს, მანამდე კი ბილეთების ფასები დადეს, რომლებსაც ჩვენც გთავაზობთ:

40 ლარი – ზონა B

100 ლარი – ოქროს ზონა

200 ლარი – VIP (B)

300 ლარი – VIP (A)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here