15.8 C
Tbilisi
Thursday, September 15, 2022

მარკუს მეტრეველს ათენში აჯილდოვებენ – ვინ არის მოდელი, რომელთან რომანსაც მომღერალს მიაწერენ

საბერძნეთიდან არც ისე დიდი ხნის წინ სამშობლოში დაბრუნებული მომღერალი, მარკუს მეტრეველი ქართული შოუბიზნესის იმ წარმომადგენელთა რიცხვს განეკუთხვნება, რომელთა გარშემოც საუბარი არასოდეს წყდება, იქნება ეს კარიერა თუ მომღერლის პირადი ცხოვრება. არაერთი სკანდალის შემდეგ, მარკუსმა გადაწყვიტა დრო პროფესიულ წინსვლას დაუთმოს და დღეს ის არაერთ საერთასორისო პროექტზე მუშაობს. მომღერალმა ახალი სიმღერებიც ჩაწერა ქართველ შემსრულებლებთან ერთად. მარკუსი არაერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ უარი საზღვარგარეთ აწყობილ კარიერაზე, საქართველომ და ქართველების სიყვარულმა ათქმევინა. გარდა მუსიკალური კარიერისა, მარკუსი არაერთი ქართული თუ საერთაშორისო სილამაზის კონკურსის ჟიურის წევრია და ის დამწყებ მუსიკოსებსა თუ მოდელებს ხშირად უწევს კონსულტაციებს.

Latest Posts

ბოლო სიახლეები