მარკუს მეტრეველმა რობი უილიამსის სიმღერაზე კლიპი გადაიღო

0
3023

მომღერალმა მარკუს მეტრეველმა რობი უილიამსის სიმღერაზე „Angel” კლიპი გადაიღო. ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. რატომ გადაწყვიტა მარკუს მეტრეველმა მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი ვარსკვლავის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტის ქავერის ჩაწერა და მასზე კლიპის გადაღება, ამაზე თავად გიამბობთ.

– მარკუს, რატომ მიიღე ასეთი თამამი გადაწყვეტილება, რატომ ჩაწერეთ  სიმღერა „Angel”?

– როდესაც მუსიკალური აკადემია დავამთავრე საბერძნეთში, ჩემი პირველი კონცერტი სწორედ ამ სიმღერით გავხსენი, შესაბამისად დიდი დატვირთვა აქვს ამ სიმღერას ჩემთვის. ჯული მასიმომ მირჩია ეს ჰიტი მემღერა და მგონი ცუდი არ გამოვიდა. რაც მთავარია ლიცენზირებულად მოვიპოვე მისი შესრულების უფლება.

– კლიპი ვინ გადაიღო?

კლიპი გადაიღო ძალიან ნიჭერმა კლიპ მეიკერმა და ფოტოგრაფმა გიგა გვერდწითელმაკლიპის გადაღება კი სტუდია “Sity sound recording studio”-ში შედგა.  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here