ის ხშირად ეხვევა სკანდალში და ხდება ჭორაობის ობიექტი. აქვს გამორჩეული გარეგნობა და ასოცირდება გემოვნებიან ადამიანთან. არის პოზიტიური, მხიარული და შრომისმოყვარე. მსმენელს ხშირად ანებივრებს ახალი სიმღერებითა და კლიპებით. რა თქმა უნდა, მიხვდებოდით, რომ საუბარი მარკუს მეტრეველზე გვაქვს, რომელიც რადიო ფორტუნა პლუსს ნიკო ცალანის გადაცემას, „ექსკლუზივს“ სტუმრობდა. მომღერალი ჰოლდინგში ახალი სიმღერის პრემიერასთან დაკავშირებით იყო მოწვეული. მან სიახლეების შესახებ ჩვენი კამერების წინაც ისაუბრა.