მომღერალი ასე ეხმაურება ჭორს, რომელიც მისი გარდაცვალების შესახებ, მისივე ინფორმაციით, გავრცელდა. მარკუსი სტატუსს აქვეყნებს, სადაც ამის შესახებ საუბრობს და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მის ამბავს კითხულობს.
„მე ცოცხალი ვარ!!!✔
მინდა გულწფელად დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისათვის ყველა იმ ადამიანს, ვინც დილიდან მწერს და კითხულობს ჩემს მდგომარეობას.
გავრცელებული დეზინფორმაციის ფონზე ძალიან ბევრი ზარი განხორციელდა. დილიდან შემოსულ წერილებს ფიზიკურად ყველას ვერ ვკითხულობ. რაზეც დიდ ბოდიშ გიხდით.
იმ უსაქმურ და არარეალიზებულ, შურით სავსე პიროვნებას კი მივმართავ. ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა ჩემზე!!!
გარდაცვალება განაჩენი არ არის!!! ცოცხლად სიკვდილი კი ნამდვილად საშინელი განაჩენია რაც შენნაირებშია!!! კლავიატურის ვირთხა.
მიყვარხართ ყველა. ვინც დაინტერესდა ჩემით…“