მომღერალი მარკუს მეტრეველი, თაყვანისმცემლების წინაშე, ახალ ამპლუაში წარსდგება. ის ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობს, მომღერლის პირველი კოლექციის ჩვენება იტალიაში შედგება.
– მე პროფესიით დიზაინერი ვარ, დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემია, შემდეგ მასტერკლასი საბერძნეთში გავიარე, ლეგენდარულ დიზაინერთან, მიხაილის ასლანისთან. ეს ჩემი მეორე პროფესიაა და მოვიდა დრო ეს ხაზი განვავითარო, გემოვნებიანად და მოდურად ჩაცმა ჩემი ჰობი იყო, მეგობრებიც მთხოვდნენ მემუშავა ამ კუთხით.
– უკვე დაიწყეთ კოლექციაზე მუშაობა?
– კოლექციაზე უკვე დავიწყე მუშაობა. ატელიე გავხსენი და ინტენსიურად მიმნდინარეობს მუშაობა. ძალიან ძლიერი გუნდი მყავს, ვინც ზრუნავს ჩემი სამოსის გაცოცხლებაზე, ჩემთან მუშაობს უნიჭიერესი ინგა შარვაძე. რასაკვირველია მამაკაცები ძალიან დაგვეჩაგრა საქართველოში, ამიტომ მათთვისაც შევქმნი სამოსს, ვფიქრობ, ქართველებს ძალიან გვიყვარს გემოვნებით ჩაცმა და ვისზე ნაკლებები ვართ?
– როდის გაიმართება ჩვენება?
– პირველი ჩვენება იმ ქვეყანაში გაიმართება, სადაც მოდას ჩაეყარა საფუძველი – იტალიაში, ჩემს კოსტიუმებს პოდიუმზე “prime model manegment”- ის მოდელები წარადგენენ. შემდეგ უკვე ჩვენება საქართველოში შედგება. მიწვევა მაქვს აჭარა მოდის კვირეულზე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მანანა გოგლიჩიძეს გვერდში დგომისთვის, ის ძალიან მიყვარს. საქართველოში ჩვენება გაიმათება ბათუმში და ჩემს კოლექციას მოირგებენ სამოდელო სააგენტო “კატრინის“ მოდელები და ქართული შოუ ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები.