მარკუს მეტრეველი – “ამ სიმღერით გავეცი ყველა პატარას პასუხი თუ საიდან ჩნდება ბავშვი“

0
2125

მომღერალი მარკუს მეტრეველი 2017 წელს სიახლეებით ხვდება. მან ორი ახალი სიმღერა ჩაწერა, ერთ-ერთი სიმღერის პრემიერა, რომელიც მან ბავშვებთან ჩაწერა, უკვე შედგა რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში.

“ჩავწერე ორი საბავშვო დუეტი, პირველი დუეტი ჩავწერე ორ პატარა პრინცესასთან ერთად, ანასტასია ბაკურაძესთან და ქრისტინე გოგლიჩიძესთან, ორივე საერთაშორისო სილამაზის კონკურსების გამარჯვებულები არიან, სიმღერის სახელწოდებაა “ჩვენი სიმღერა“ და 29 დეკემბერს შედგება პრემიერა “სხვა რაკურსში“. სიმღერა ეკუთვნის მაიკო კაჭკაჭიშვილს და ტექსტი ნანა ცინცაძეს. მეორე სუპერ სიმღერა მაჩუქა გია ნიკოლაძემ, ძალიან მაგარმა და ნიჭიერმა ავტორ-შემსრულებელმა, რაზეც დიდ მადლობას ვუხდი საჯაროდ. სიმღერის სახელწოდებაა “ბავშვი”. ამ სიმღერით გავეცი ყველა პატარას პასუხი თუ საიდან ჩნდება ბავშვი. სიმღერა ჩავწერე პატარა კატრინის მოდელებთან, მე და პატარა კატრნელები. კომპოზიციის პრემიერა უკვე შედგა “არ დაიდარდოს” ეთერში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here