მარიტა როხვაძემ „ჯეოსტარში“ მოგებული ბინის რემონტი დაასრულა

0
70

მარიტა როხვაძე 2011 წლის 31 დეკემბერს “ჯეოსტარის“ გამარჯვებული გახდა და ბათუმში ბინა მოიგო. სახლის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, მარიტამ კი ბინის რემონტი წელს წამოიწყო და მალევე დაასრულა. დღეს კი ფეისბუქზე იქ გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

მარიტას მისალოცად დავურეკეთ.

მარიტა როხვაძე:

ბათუმში ვარ. ემოციებით სავსე. მაგარია, როცა საკუთარი ბინა გაქვს, თანაც ბათუმში. 2011 წელს ვინც გვერდით დამიდგა, თითოეული ადამიანის დამსახურებაა, რომ ეს ბინა მე მოვიგე.

აქ ყველაფერი ჩემი დიზაინით გაკეთდა. 31 კვ.მ-ია, 22-ე სართულზე, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება. გუშინ შემოვედი სახლში. სასტუმროს ტიპის საცხოვრებელია, შესაბამისად, დიზაინიც ასე გავაკეთე. რემონტი ორ კვირაში დავასრულე. ზღვისთვის იდეალური საცხოვრებელია, ბათუმში ხარ, თან ერთობი.

ისეთი კარგი ბინა გამოვიდა, რომ გამოსვლა არ მინდა. რემონტის პროცესს თავად ვხელმძღვანელობდი, კონცერტები მქონდა და ისედაც აქ მიწევდა ყოფნა.