მარიტა როხვაძე შეყვარებულის ვინაობას არ ამხელს

0
4246

მომღერალი და ტელეწამყვანი, მარიტა როხვაძე შეყვარებულია. ამის შესახებ მან ჟურნალ “სარკეს“ განუცხადა. როგორც მარიტა ამბობს, მისი შეყვარებული ეჭვიანი მამაკაცია.

“ყველაფერი მეგობრობით დაიწყო, შემდეგ კი სიყვარულში გამომიტყდა. უამრავ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და ამაზე ეჭვიანობს. მეუბნება შენ რომ გგონია მეგობრობ, სინამდვილეში მოსწონხარო.”

რაც შეეხება დაოჯახებას, მომღერალმა განაცხადა, რომ ჯერ დაქორწინებას არ აპირებს, თუმცა არც გამორიცხავს. “ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობთ, დაოჯახებას არ ვგეგმავთ, თუმცა ისეთი გადარეული ვარ, დღეს თუ აქ ვარ, ხვალ შეიძლება პრესაში შემდეგი სათაურით დაიწეროს სტატია – „ვისთან ერთად გაიპარა მარიტა როხვაძე“.

მომღერალმა ინტერვიუში შეყვარებულის ვინაობა არ გაამხილა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here