მარიშკა ჯავახაძე იმის შესახებ, როგორ არ ჰგავს ბარბარე მანტკავას, სიყვარულზე, მეორედ დაოჯახებაზე და მარიხუანას გასინჯვაზე…

0
2898

მარიშკა ჯავახაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბარბარე მანტკავას განასახიერებს, გოგონას, რომლისგანაც რეალურ ცხოვრებაში ძალიან განსხვავდება. ამას თავადაც ხაზს უსვამს და მაყურებელიც მიხვდებოდა, თუკი ბოლო დროს რამდენიმე თოქშოუში მის გამოსვლას ნახავდა.

მარიშკას სასტუმრო „ამბასადორში“ შევხვდით, სადაც სპეციალურად „ფორტუნას“ საიტისთვის ინტერვიუ ჩავწერეთ და მისგან ბევრი საინტერესო მოსაზრება მოვისმინეთ.

როგორია პოპულარობა?

მარიშკა ჯავახაძე:

პოპულარობა არის ძალიან სასიამოვნო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები გცნობენ ქუჩაში და გიღიმიან. ვფიქრობ, ბევრად მეტი პოზიტივი მოაქვს, ვიდრე ნეგატივი.

ერთ-ერთ თოქშოუში შენი საუბრის შემდეგ თქვეს, უი, ეს გოგო ბარბარე მანტკავას სულ არ ჰგავსო…

ველოდებოდი ასეთ გამოხმაურებას, თუმცა არა ახალგაზრდა ქალებისგან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის პატიოსნება არ იზომება იმით, ვინ რამდენჯერაა გათხოვილი. შეიძლება, ქალი ორჯერ, სამჯერ გათხოვდეს (მეც გაშორებული ვარ ქმარს), მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ მან დაჩაგრულად უნდა იგრძნოს თავი. გოგონებისგან უარყოფითი რეაქცია გასაკვირია… იხილეთ ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here