მარინა ბერიძის ყოფილი ქმრის მეორე ცოლი ია ფარულავას კითხვებს პასუხობს – გახდა თუ არა ის ცნობილი მუსიკალური პროდიუსერის ოჯახის დანგრევის მიზეზი

0
569

ცნობილი მუსიკალური პროდიუსერის, მარინა ბერიძის ოჯახი, წლებია, დაინგრა. კომპოზიტორმა ზურაბ ლალიაშვილმა მეორე ცოლი მოიყვანა, მომღერალი რუსუდან მუმლაძე. წყვილი ერთად ცხოვრობს და შემოქმედებით ცხოვრებასაც ერთად მიჰყვება. მარინა ბერიძე ამ თემაზე იშვიათად საუბრობს. ახლახან, თათია შარანგიასთან აღნიშნა, რომ წლებია, ყოფილი მეუღლე არ უნახავს და მასთან არაფერი აკავშირებს.

ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ ზურაბ ლალიაშვილის მეორე მეუღლე სტუმრად მიიწვიეს. რუსუდან მუმლაძეს გადაცემის წამყვანმა პირდაპირ დაუსვა კითხვები, – „მიიჩნევ თუ არა, რომ შენ აღმოჩნდი მარინა ბერიძისა და ზურა ლალიაშვილის ოჯახის დანგრევის მიზეზი? შენ იცოდი, რომ მას ჰყავდა მეუღლე, ფაქტობრივად, ცოლიან კაცთან დაიწყე ურთიერთობა…“ რას პასუხობს ამ შეკითხვებს რუსუდან მუმლაძე, ამას გადაცემაში 17 მაისს ვნახავთ.

(ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here