„მხოლოდ ქართული“ – ასე ჰქვია მუსიკალურ პროექტს, სადაც, სახელწოდებიდან გამომდინარე ალბათ მიხვდებოდით, რომ მხოლოდ ქართული სიმღერები შესრულდება, კონკურსის ჟიურიში კი მარინა ბერიძე, გიორგი უშიკიშვილი და სოფო ნიჟარაძე იქნებიან. ამის შესახებ თავად ისაუბრეს „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში.
კითხვაზე, იქნება თუ არა ისეთივე მკაცრი ჟიურიში, როგორც მანამდე იყო, მარინა ბერიძემ ასე უპასუხა:
„აბა, მე რაღა გამოცვლის ახლა?!. შეიძლება, ასაკთან ერთად უფრო საყვარელი გავხდი, მაგრამ არა მგონია (იცინის).
სოფო ნიჟარაძე:
მართლა ძალიან საინტერესოა, მგონია, რომ ძალიან განსხვავებულები ვიქნებით. მიუხედავად იმისა, რომ ხასიათები სხვადასხვა გვაქვს, მუსიკალური გემოვნება ემთხვევა, ამიტომ ორმაგად საინტერესოა, როგორი იქნება ჩვენი შეფასებები. ალბათ, ეს კონკურსანტებიდან გამომდინარე მოხდება. თუ არადა, ჩვენ შორის მსაჯი გიორგი იქნება (იღიმის).
გიორგი უშიკიშვილი:
მე, ამ შემთხვევაში, მანდილის ჩამგდებად მომიყვანეს…