მარინა ბერიძე 70 წლისაა – შოუბიზნესის წევრებმა „დედუნას“ სიმღერა მიუძღვნეს

0
2379

„მხოლოდ ქართულის“ ჟიურის წევრი, მარინა ბერიძე, რომელმაც ახალგაზრდა თაობის უამრავი მომღერალი აღმოაჩინა, დღეს 70 წლის გახდა. მთელი დღის განმავლობაში მუსიკალური პროდიუსერი მილოცვებს იღებს, მათ შორის მომღერლებისა და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებისგან.

ახლახან „იუთუბზე“ გავრცელდა ვიდეო, რომელიც შოუბიზნესის წარმომადგენლებმა ჩაწერეს, მათ შორის არიან გიორგი სუხიტაშვილი, მარიკო ებრალიძე, სალომე ბაკურაძე, ოთო ნემსაძე, ქეთი ორჯონიკიძე, ალეკო ბერძენიშვილი, თიკა მახალდიანი, დათუნა მგელაძე, გრიგოლ ყიფშიძე, ანი კეკუა, ანუ ის შემსრულებლები, რომლებიც თავის დროზე მარინა ბერიძემ აღმოაჩინა ამა თუ იმ მუსიკალურ პროექტში.

შემსრულებლები ტექსტში აღნიშნავენ:

„შენ ხარ ჩვენი დედუნა,

თბილი, როგორც ივლისი,

ჩვენო სუპერდედუნა,

სადაც შენ ხარ, საყვარელო,

იქვე ზის თბილისი“

(ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here