მარიკო ლეჟავა განმარტავს, რატომ დაუწერა თამთა გოდუაძეს „ევროვიზიაზე“ დაბალი ქულა

0
1354

„ევროვიზიის“ გრანდფინალის შემდეგ, სადაც კვიპროსის წარმომადგენელმა ქართველმა შემსრულებელმა, თამთა გოდუაძემ მე-16 ადგილი დაიმსახურა და ქართული ჟიურისგან 6 ქულა მიიღო, სოცქსელებში აქტიურად ეხმაურებიან. ქართული ჟიური კრიტიკის ქარცეცხლში მსმენელმა გაატარა და აღნიშნეს, რომ მათ უმაღლესი ქულა სწორედ თამთასთვის უნდა მიენიჭებინათ.

ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მომღერალი მარიკო ლეჟავა სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს ამ თემაზე და კრიტიკას პასუხობს:

„ორი დღეა, ვდუმვარ მართლა, აი, ვდუმვარ ამ საზიზღრობაზე, რაც ჩემ გარშემო ხდება! მართლა არ ვიცი, ამხელა ზიზღი საიდან გაქვთ დაბუდებული, ვერაფრით გამიგია. ქართველის გვერდში დგომას რომ ამბობთ! აი, რომ გაჰკივით ამ ფრაზას, ოთო ქართველი არ იყო? თუ ფრანგი იყო??? თქვენი წარმომადგენელი სანამ წავიდოდა, მაქამდე გაანადგურეთ, გინდა მორალურად, გინდა სულიერად! თქვენ არ ხართ ეგ ქართველები??? არც ერთი ცუდი და სალანძღავი სიტყვა არ დაგიშურებიათ “ქართველისთვის” და ახლა არის ქართველის გვერდში დგომა პირველი და წმინდა??

ან ის ადამიანები, ვისზეც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსგავს კომენტარს გააკეთებდნენ, რაზე ფიქრობთ ან რას აკეთებთ საერთოდ? რას ამტკიცებთ ჩემი გალანძღვით… თქვენი ნებაა აბსოლუტურად, რას იტყვით ჩემზე ან ჩემს უნიჭობაზე! მაგრამ მე ვიჯექი ჟიურის სკამზე, მე მეჭირა პასტა ხელში და მე დავწერე ქულა! არავის საქმე არ არის, მე რა გავაკეთე. როგორც სწორად ჩავთვალე, ისე მოვიქეცი.

არანაირი შური და ბოღმა არ მამოძრავებდა, უბრალოდ, ვინც მიცნობს, მათ ხომ იციან და აი, ვინც არ მიცნობს, ეგ ნაკლებად მადარდებს. ცხოვრებაში არასდროს შური და ბოღმა არ მამოძრავებდა და არასდროს შემიპყრობს ეგ გრძნობა, რასაც ბევრზე ვერ ვიტყვი. მარტივად ხელწამოსაკრავი ვარ? აი, ისე ძალიან ცდებით, რომ მეტი არ შეიძლება. ეს ის დრო იყო, აი, კაკრას მეგობრობით და ახლობლობით რომ ხდებოდა ყველაფერი თქვენი დრო. და მე იმიტომ ჩამქოლეთ, რომ კარგ მუსიკას მივეცი ხმა? დაე! კიდევ იმავენაირად მოვიქცეოდი, იმ დღეს რომ დამაბრუნა.

ძალიან მართალი ვარ ჩემს თავთან და სინდისიც არ მაწუხებს. შეგიძლიათ, ყველა ბრუნვაში გამლანძღოთ და ყველაფერი მიწოდოთ, არაფერი მაქვს სამტკიცებელი. მუსიკა ძალიან მიყვარს, მეტი რომ არ შეიძლება, ისე. მაპატიეთ, რომ მიკერძოებული არ ვიყავი“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here