მარიკა თხელიძე: „რეალიზებულ ქალს გვერდით ასეთივე მამაკაცი სჭირდება…“

0
618

მარიკა თხელიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ იმაზე საუბრობს, რომ ქალს პირადი ცხოვრების მოწესრიგებისთვის გვერდით მამაკაცი სჭირდება, თუმცა თუკი ქალი რეალიზებულია, გვერდით ასეთივე მამაკაცი უნდა ჰყავდეს.

მარიკა თხელიძე:

„ჩემი შვილი ჩემი ცხოვრების მთავარი მამაკაცია. ყოველ დილით მისი თვალების დანახვა მაბედნიერებს. შვილის სიყვარული ძალიან მაგარია, მაგრამ მეორე ნახევარიც აუცილებელია, რომ ქალის პირადი ცხოვრება მოწესრიგებული იყოს. შემდგარ და რეალიზებულ ქალს კი გვერდით ასეთივე მამაკაცი სჭირდება…

ვთვლი, რომ ძლიერი ვარ. მქონია რთული პერიოდი, თუნდაც, როცა ოჯახი დამენგრა, თუმცა ცხოვრება არ დასრულებულა. მოსაბეზრებელი წუწუნის ნაცვლად, პოზიტიური გარემო უნდა შექმნა გარშემო, რომ შენ გვერდით ყოფნა მოუნდეთ, ამიტომ ვცდილობ, პოზიტივი შევინარჩუნო და სხვასაც გადავდო“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here