მარიკა თხელიძე მეუღლეს დაშორდა

0
6033

მომღერალი მარიკა თხელიძე 2014 წლის აგვისტოში გათხოვდა. მისი რჩეული გახლდათ გიგა ანადრიაძე, ბიზნესმენი. წყვილს 2016 წლის ივლისში შვილი შეეძინა, ბიჭი, რომელსაც ნიკუშა დაარქვეს. მარიკამ თავად აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ მეუღლემ ამის აღსანიშნავად ახალი მანქანით დაასაჩუქრა.

ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მიზეზი უცნობია. ამის შესახებ თავად მომღერალი არ საუბრობს, მისი მეუღლე კი ჟურნალისტების წინ არასდროს გამოჩენილა.

მარიკა თხელიძე 16 ოქტომბერს, თბილისობის აღსანიშნავ კონცერტზე გამოჩნდა, სადაც ბავშვობის მეგობარსა და მეჯვარესთან, თიკა ჯამბურიასთან ერთად დუეტი შეასრულა. ბოლო წლებში მარიკა შოუბიზნესში აქტიურად არ ჩანდა.

banner_065

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here