Marie Claire-ის გარეკანისთვის ფოტოები საქართველოში გადაიღეს

0
1354

ცნობილი ჟურნალის, Marie Claire-ის გარეკანი საქართველ;ოშია გადაღებული. ამის შესახებ ანანო დოლაბერიძე წერს საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე და აღნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაღებებში მიიღეს მონაწილეობა. მისი თქმით, სულ ოთხი ლოკაცია შეირჩა.

„აი, ეს ის მომენტია, როცა გული სიამაყით გევსება!

მთელი ზაფხული ამ ნომრის გამოსვლას ველოდებოდი!!!

ფრანგული ჟურნალის Marie Claire ახალი სექტემბრის სპეციალური გამოცემა, რომლის ყდის ფოტოსესიის მთავარ ლოკაციად საქართველო შეარჩიეს! გადაღების პროდაქშენი მე და ჩემმა გუნდმა გავაკეთეთ!

დიდი ხანი ვფიქრობდით ადგილებზე, რა არ შევთავაზე, ბოლოს წყალტუბო თავისი პოსტ-საბჭოთა “Vibe”-ით, ულამაზესი მარტვილის კანიონი, რათქმაუნდა მთიანი ყაზბეგი და თბილისის ძველი უბნები შეირჩა.

გამოგიტყდებით მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ სტრესული იყო, ფაქტიურად 1 კვირა მქონდა ყველაფრის მოსაგვარებლად, თან იმ პირობებში, როდესაც მათ ჩამოფრენამდე 2 დღით ადრე კონფირმდებოდა ძირითადი გუნდი.

სასიხარულო იყო მსოფლიოს ერთ-ერთ ტოპ მოდელ კარმენ პედარუსთან მუშაობაც!

ასევე ჟურნალის მთავარ რედაქტორთან, კრეატიულ დირექტორთან, მოდის რედაქტორთან და მთელ გუნდთან ერთად, და რაც მთავარია ელინა კეშიშევასთან, რომელიც მართლაც უნიკალური და განსაკუთრებული ფოტოგრაფია!

აქვე უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს Michael Misho Berianidze, რომელსაც ჩემი ორსულობიდან გამომდინარე მოუწია ჩემ მაგივრად თბილისის გარდა დანარჩენ ლოკაციებზე წასვლა და ფანტასტიკურად გაართვა თავი პროდაქშენს! ჩემს უმაგრეს გოგოს Sali Jojua!

Nino Turashvili ოქროების ოქროს !!! რომელიც ყოველთვის მზად არის, თუ საქმე საქართველოს პოპულარიზაციას ეხება! და ასევე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას!

Amiran Chighoshvili დიდი მადლობა იმისთვის,რომ ჩვენს გვერდით იყავი და უდიდესი სამუშაო შეასრულე!

Goglika Khaindrava მადლობა გოგლიკა შენ და შენს ბიჭებს!!! ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული სამუშაოსთვის!!!

და ბოლოს, ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო და უფრო საინტერესო ხდება მთელი მსოფლიოსთვის!!!

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here