8 წლის მარიამ ურუშაძე, მაყურებელმა „ნიჭიერიდან“ გაიცნო, მისმა საოცარმა შესრულებამ, პროექტის ჟიური თავიდანვე მოხიბლა. მარიამი ლანჩხუთიდან არის. “როდესაც ვმღერი, ჩემთვის ისეთი შეგრძნებაა თითქოს დედიკოს ველაპარაკები, ის მკოცნის და მეც იგივეს ვაკეთებ“ – განაცხადა მარიამმა.
მარიამ ურუშაძე გუშინ მაყურებლის გადაწყვეტილებით, პროექტის ფინალში მოხვდა. მის გამოსვლას სოციალურ ქსელშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა: “აჩვენეთ ეს ბავშვი მსოფლიოს და ომი აღარ იქნება”, “შენ ხარ დედამიწის ფერია” – წერენ „ნიჭიერის“ ფეისბუქ-გვერდზე მომხმარებლები.
https://www.youtube.com/watch?v=CzybJKmJqtg