მარიამ კუკუნაშვილის წარმატება მსოფლიო ასპარეზზე

0
5696

მარიამ კუკუნაშვილმა და შაკო მელანიშვილმა ცეკვის მსოფლიო ღია ჩემპიონატზე მეორე ადგილი მოიპოვეს. კონკურსი უკრაინაში, დნეპროპეტროვსკში ჩატარდა, ეს მარიამის და შაკოს პირველი კონკურსია, რომლისთვისაც მოსამზადებლად, მხოლოდ ორი კვირა ჰქონდათ, მაგრამ ამის მიუხედავად წარმატებას მაინც მიაღწიეს და ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონობისთვის ემზადებიან.

“მიუზიკ ბოქსი“ მარიამ კუკუნაშვილს ესაუბრა:

– ევროპის ღია ჩემპიონატი ჩატარდა უკრაინაში, მე და შაკო მელანიშვილი სამი წელია ვვარჯიშობთ, მაგრამ საკონკურსო ნომერი ზუსტად 2 კვირაში დავდგით. ძალიან სწრაფად მივიღეთ კონკურსზე გამგზავრების გადაწყვეტილება, შეგუებული ვიყავით იმ აზრს, რომ ბოლო ადგილზე გავიდოდით, ეტყობა ამ სიმშვიდემ გვიშველა და სინიორების კატეგორიაში, მეორე ადგილზე გავედით. საქართველოში რატომღაც ასე ითვლება, თუ გადაცდი 25 წელს ცეკვა უკვე დროის ფლანგვაა. უცხოეთში ასე ნამდვილად არ არის. ჩვენ ვართ პირველი სენიორების წყვილი საქართველოში და გამეხარდება თუ სხვა ადამიანებიც მოგვბაძავენ.

– რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

– შემდეგი ჩემპიონატი ევროპაში იქნება და შევეცდებით უფრო მომზადებული წავიდეთ და მსოფლიო ჩემპიონები გავხდეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here