მარიამ ჩაჩხიანმა მსმენელს ახალი სიმღერა წარუდგინა, რომლის ავტორიც გიორგი მოლერა (George Mollerr) გახლავთ. სიმღერის ტექსტი ზაზა ჯოჯუას ეკუთვნის, ვოკალი კი რა თქმა უნდა მარიამ ჩაჩხიანს. რაც შეეხება არანჟირებას – მასზე დავით ჩანგოშვილმა იმუშავა. როგორც ხვდებით ტრეკზე ჯგუფმა Say Hallo-ს წევრებმა იმუშავეს.
[jwplayer mediaid=”17757″]
SayHallo ზემოთხსენებული ოთხეულისგან შემდგარი ბენდია, რომელიც რამდენიმე თვეა გამოჩნდა მუსიკალურ ბაზარზე. თუმცა ამ მოკლე დროის განმავლობაში უკვე მოახერხეს მსმენელის გულის მოგება. ჯგუფი ამჟამად ცნობილი სიმღერების ქავერებზე მუშაობს, თუმცა ახლო მომავალში თავიანთ ნამუშევრებსაც შემოგვთავაზებენ.
ბენდის პირველი ვიდეო კლიპი ჯასტინ თიმბერლეიქის ჰიტზე, “Can’t Stop the Feeling“, შეიქმნა, რომელიც უკვე ათასობით მნახველს ითვლის და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსმენელში.
[jwplayer mediaid=”17759″]