მარი ნაკანი თათია შარანგიას დაუპირისპირდა – “სირცხვილია, კოპირებას რომ მიკეთებენ…”

0
1754

ფოტოხელოვანი მარი ნაკანი-მამასახლისი, რომელმაც კარანტინის პერიოდში “ინსტაგრამზე” გადაცემა დაიწყო და სხვადასხვა ცნობილ სახესთან ინტერვიუს წერდა, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პიანისტ თათია შარანგიას ლაივებს, რომელმაც ასევე დაიწყო სტუმრად ცნობილი სახეების მოწვევა და დაწერა, რომ “სირცხვილია, რომ ჟურნალისტები კოპირებას უკეთებენ”. ასევე მარიმ აღნიშნა, რომ თათია შარანგიამ კი გადაწყვიტა, შგვიმსუბუქოს კარანტინი, მაგრამ კარანტინი უკვე დასრულდა. მარის ასევე პრეტენზია აქვს, რომ თათიამ სტუმრად მიიწვია ყველასთვის საყვარელი ზალიკო ბერგერი, რომელიც ზუსტად ამ წარდგინებით თავადვე ჰყავდა სტუმრად.

თათიამ გამოაქვეყნა მარის ეს პოსტები და ასე უპასუხა:

“მთელი ცხოვრება მიმაჩნია, რომ სიკეთე გადამდებია… მიმაჩნია რომ პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, რომ ყველაზე მთავარი ადამიანობაა და ყველაფერს თავის სახელი ერქმევა ადრე თუ გვიან… კარგად იცით, რომ თვითპიარი ჩემი სტილი არ არის… უბრალოდ, თქვენ განდობთ განსაჯოთ, რატომ ასეთი ცინიზმი ან აგრესია? როცა მე მხოლოდ კეთილგანწყობა მქონდა მის მიმართ? უნდა ვბაძავდე მარი ნაკანს??? მესმის ამბიციურია, მაგრამ მაინც, რატომ? როცა მე “სთორი” დავიწყე, ის ფოტოებს იღებდა”.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here