მამულიჩა: „ლელას ძალიან კარგი წინადადება აქვს რუსეთიდან, მაგრამ იქ დარჩენაზე საბოლოოდ თქვა უარი…“

0
524

ცნობილმა პროდიუსერმა, კახა მამულაშვილმა, ახლახან დაბადების დღე აღნიშნა. ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ლელა წურწუმიასთან დაკავშირებით საინტერესო რამ თქვა. პროდიუსერმა დასძინა, რომ დიდი ხანია, სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, რუსეთიდან, კარგი წინადადება აქვთ, რომელიც კომერციულად მომგებიანია.

მამულიჩა:

„დღესაც ძალიან კარგი წინადადებები გვაქვს, კონკრეტულად რუსეთი ავიღოთ. იქ ლელას ძალიან დიდი აუდიტორია ჰყავს და ნებისმიერი დროს რომ წავიდეს, პრობლემა არ ექნება, მაგრამ ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო, არ უნდა. შეიძლება, კორპორატიულ ღონისძიებაზე წახვიდე და დაბრუნდე, მაგრამ იქ დარჩენაზე საბოლოოდ თქვა უარი და მის სიტყვას ყველა ვემორჩილებით (იცინის)“.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here