პროდიუსერი კახა მამულაშვილი აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს, რომ ერთ-ერთ ჯგუფში ლელა წურწუმიასთან დაკავშირებით მოგონილი სათაურებით მასალებს აზიარებენ, სადაც ლელა თითქოსდა ხან მიშა მესხს, ხან ბარბარა სამხარაძეს აკრიტიკებს.
როდესაც შეეცდებით საიტზე გადასვლას, სადაც ეს მომღერლის ეს ინტერვიუ ან კომენტარი უნდა იდოს, ლელა წურწუმიას ნათქვამ ვერც ერთ სიტყვას ვერ იპოვით. სამაგიეროდ, საიტს რეიტინგი ეწერება, რაც რეკლამის დამკვეთებისთვის მნიშვნელოვანია. ამგვარი ჯგუფები, რომლებშიც ავტომატურად გამატებენ, მოგონილი სათაურებით, ცნობისმოყვარე ადამიანების ხარჯზე საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებენ.
როგორც კახა წერს:
“რა უნდა ქნა ამ დროს? ესეთ რარაცებს რომ წერენ და მერე ვიღაცები კითხულობენ ამ მოგონილ ამბებს. მეუბნებიან, არ მიაქციო ყურადღებაო, არავინ იჯერებსო… მაგრამ ასე რომ იყოს, ამ პოსტს არ დავწერდი. ამ ჯგუფის ადმინებს ვაფრთხილებ, მორჩით ერთი ადგილის თამაშს, ცუდად დაგიმთავრდებათ. მოკლედ, ეს მცირედია, რაც აღმოვაჩინე ამ ჯგუფში, დანარჩენის ძიებას აზრი არ აქვს. საბოლოოდ და მეტს აღარ დავწერ…“