მამულიჩა 30 წლის შემდეგ გურიაში, მშობლიურ სახლში დაბრუნდა

პროდიუსერი კახა მამულაშვილი გურიაში გაეგზავრა. მან მშობლიური სოფელი მოინახულა და აპირებს სახლს, რომელიც იქ დგას, ახალი სიცოცხლე შესძინოს.

მან სახლის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

„ოზურგეთი, სოფელი კვირიკეთი❤️

ჩემი სახლი.

30 წელი არ ვყოფილვარ,

ჰოდა, ვბრუნდები!..“

მამულიჩას ამ ფოტოს გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, რომელმაც დაწერა: „ვახ, რააა!!! ისეთი სახლია და ისე ხასხასებს ბალახი, აქ არდაბრუნება იქნება?!.“

Scroll to Top