მალიბუ ტუღუშმა პირველი კლიპი გადაიღო

0
3707

“იქს ფაქტორის” მეორე სეზონის მონაწილემ, მალიბუ ტუღუშმა პირველი ვიდეორგოლი გადაიღო. სიმღერას, რომელზეც კლიპია გადაღებული, “This is who I am” ჰქვია. ის იუთუბზე დღეს განთავსდა.

მალიბუ ტუღუში “იქს ფაქტორის” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე იყო. მის გამოსვლებს მუდმივად თან სდევდა სკანდალები, ერთხელ ის ჟიურის წევრის, ნიკა გვარამიას კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა, როდესაც “რუსთავი 2″-ის დირექტორმა ის ირინა ალეგროვას შეადარა და რესტორნის მომღერალი უწოდა. ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ გამოსვლაზე კი ნიკა გვარამიამ მას დაუჩოქა და წარმატებული პერფორმანსი ასეთი ორიგინალური ხერხით მიულოცა.

მალიბუ ფინალში ვერ გავიდა, მაგრამ ამ პროექტის ფარგლებში, ბევრი თაყვანისმცემელი შეიძინა.

[jwplayer mediaid=”17395”]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here