მომღერალმა მალიბუ ტუღუშმა „ნანუკას შოუში“ თავისი ახალი ვიდეორგილი წარადგინა და მასზე საუბრისას მოულოდნელი განცხადებაც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, აქამდე ბიჭები მოსწონდა, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ერთ დღეს გაიღვიძოს და იყოს ქალთან ერთად. ეს იყო ერთგვარი, როგორც ამას ლგბტ თემი უწოდებს, „ქამინგ აუთი“, ანუ საჯაროდ საკუთარი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის შესახებ საუბარი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ცნობილი ადამიანი აღიარებს, რომ არა საპირისპირო, არამედ თავისი სქესის ადამიანები მოსწონს.
„ამდენი ხნის განმავლობაში ყოველთვის მომწონდა ბიჭები. არასდროს მიფიქრია, რომ გოგო მომეწონებოდა. როცა გადავხედე ყველაფერს და გავაანალიზე, თუ ვინ ვიყავი მე, მივხვდი – რატომაც არა? შეიძლება, ერთ დღეს გავიღვიძო და ვიყო ქალთან… არაფერია გამორიცხული, მით უმეტეს, ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის ისეთი ადამიანი ვიყავი და ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რომ ყველას უკვირდა.ა რავის არაფერს ვეკითხებოდი დედის გარდა. მასში გამიმართლა, რადგან ყველანაირად მიდგას გვერდში. ბევრი გეი, ლგბტ მეგობარი მყავს, დედა მათ იცნობს, იღებს, როგორც შვილებს და ეხმარება, თუკი უჭირთ. ეს უფრო მეხმარება იმაში, გავაკეთო ის, რაც მინდა და ვიყო ის, ვინც მინდა…“
ინტერნეტში მის აღიარებას უარყოფითი გამოხმაურებებიც მოჰყვა. ალბათ, ამას თავად მომღერალიც ელოდებოდა, როდესაც ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა…