მაკა ზამბახიძის ექსმეუღლე ქორწინდება – ვინ არის მისი რჩეული

0
3372

თბილისში დიდი ხნის განმავლობაში ჭორაობდნენ, რომ მაკა ზამბახიძე მეუღლეს, ვახო ჭუმბურიძეს დაშორდა. თავად წყვილი ამას არ ადასტურებდა, მაკა საცხოვრებლად წყნეთში გადავიდა შვილთან ერთად, მაგრამ ამის მიუხედავად, პრესასთან მეორე მეუღლესთან გაშორებას არ ადასტურებდა. რაღაც პერიოდი ამბობდნენ, რომ მაკა და ვახო კი იყვნენ დაშორებულები, მაგრამ შერიგდნენ…

მცირე ხნის წინ თავად ვახომ დაადასტურა მაკასთან დაშორების ამბავი, როცა ივლისში ერთ-ერთმა ინტერნეტსაიტმა მისი და თეო გაბრიელაშვილის ფოტოები გაავრცელა და დაწერა, რომ მაკა ზამბახიძის ყოფილმა ქმარმა ახალი რჩეული გამოაჩინა.

მაშინ ვახომ დაწერა:

„როდესაც დებთ ტყუილს და ზღაპარს!

არ დავასახელებ სახელს და გვარს, თუ ვისთან ერთად ვიმგზავრე, იმიტომ რომ შეიძლება, კიდევ რაღაც კუდი მოაბათ, უბრალოდ ამ ადამიანს სყავს ოჯახი: დედა, მამა, ძმა, შვილი, ბებია, ბაბუა და ავრცელებთ უცებ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ჯერ ერთი ძალიან შეურაცხმყოფელია და მეორე ტყუილი ინფორმაციის გავრცელების და ნერვიულობის ნიადაგზე, შეიძლება დაუზიანდეს ნებისმიერ ოჯახის წევრს ჯანმრთელობის მდგომარეობა!

მოკლედ და კონკრეტულად, ამ თემას მე ასე არ გავატარებ, მინდა, ვუჩივლო ამ სააგენტოს და კიდევ რამოდენიმე ჭიაყელებს! პატივის და ღირსების შელახვაზე სასამართლოში ვისაუბრებთ.

თუ მყავს მეგობრებში, ადვოკატი ან ვინმეს სურს ამ საქმეზე ხელის მოკიდება შემეხმიანეთ.

პრეცედენტი უნდა მოხდეს, რომ ერთხელ და საბოლოოდ გაუქმდნენ ეს ჭორიკანა ბოროტი ტკიპები.

მაკა ზამბახიძის ყოფილი ქმარი ( ისე სხვათა შორის ვახო მქვია და გვარი მაქვს ჭუმბურიძე)“. ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here