მაკა ზამბახიძემ შვილთან და „ნონსტოპთან“ ერთად ახალი კლიპი გადაიღო

0
1276

მაკა ზამბახიძემ და მისმა ქალიშვილმა, ასევე მომღერალმა, სალომე ჩიტაძეც, ბენდ „ნონსტოპთან“ მცირე ხნის წინ დაიწყეს თანამშრომლობა და უკვე სიახლეებიც აქვთ. მათ პროდიუსირებას კახა მამულაშვილი უწევს. ჯგუფმა ლელა წურწუმიას ძველი სიმღერის „უხერხული სიჩუმე“ ახალი ვერსია გააკეთა და კლიპიც გადაიღეს.

მაკა ზამბახიძე:

„უხერხული სიჩუმე“ ლელა წურწუმიას რეპერტუარიდან ერთ-ერთი ძველი სიმღერაა, რომელიც მე და ჩემმა შვილმა, სალომე ჩიტაძემ, ბენდ „ნონსტოპთან“ ერთად გავაკეთეთ და მასზე კლიპიც გადავიღეთ. ვიდეორგოლი „ვინილ საუნდ სტუდიაში“ ნესტან სინჯიკაშვილმ აგადაგვიღო. ნესტანი ჩემი მეგობარია, მაგრამ მასთან თანამშრომლობამ პირველად მომიწია და ძალიან კმაყოფილი ვარ პროფესიონალური და კომფორტული ატმოსფეროთი, რომელიც გადასაღებ მოედანზე შეგვიქმნა. ვიდეორგოლი სტუდიურია და ჩვენს რეპეტიციას ასახავს, ლამაზი და თბილი კლიპი უნდა გამოვიდეს, რომელ;საც მაყურებელს სექტემბრის დასაწყისიდან შევთავაზებთ, სიმღერის პრემერას კი რადიოსადგურებს შევთავაზებთ. ჩვენი ვიდეორგოლის ოპერატორი კახა ბუხრაშვილი გახლავთ. სიმღერა ეკუთვნის რუსა მორჩილაძეს, ტექსტი – ირინა სანიკიძეს.

შენი ბოლო კლიპი რომელი იყო?

გარკვეული პერიოდის წინ გამოვიდა. დათუნა სულიკაშვილმა გადამიღო.

კიდევ გაქვთ გეგმები?

გვაქვს ბევრი გეგმა და მინდა, მადლობა გადავუხადო კახა მამულაშვილს, მამულიჩას, რომელიც ჩვენი პროდიუსერია და ხომ ხედავთ, უამრავი სიახლე გვაქვს. მეორე ახალი სიმღერა, კინოფილმიდან „ჩიორა“, რომლის ტექსტიც ჩემმა შვილმა დაწერა, ლაივვერსიის სახით „პროფილში“ გვაქვს შესრულებული და ამ აუდიოფაილსაც მალე მივაწოდებთ რადიოებს.

კონცერტები გექნებათ?

ამ შემადგენლობით ერთი კონცერტი ბათუმში უკვე გვქონდა და 19-ში „სექტორ 26“-ში მეორე კონცერტისთვის ვემზადებით (იღიმის).

ნინო მურღულია

(ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here