მაკა ზამბახიძემ ნატო გელაშვილის სიმღერა ჩაწერა

0
1282

მაკა ზამბახიძე ჯგუფ „ნონ სტოპთან“ ერთად ახალ სიმღერაზე მუშაობს. მისი პროდიუსერის, კახა მამულაშვილის იდეით, მომღერალმა გადაწყვიტა, ნატო გელაშვილისთვის მიემართა და მისი რეპერტუარიდან ერთ-ერთი ძველი სიმღერა ჩაეწერა, ახლებური არანჟირებით.

სიმღერის სახელწოდებაა „დამიძახე მოვალ“, მისი მელოდიის და ტექსტის ავტორი ნატო გელაშვილია.

მუშაობა უკვე მიმდინარეობს და სიმღერას მსმენელი მალე მოისმენს.

რაც შეეხება კლიპს, როგორც მაკამ გვითხრა, მასზე მას შემდეგ იფიქრებენ, რაც კომპოზიცია მზად იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here