მაკა ზამბახიძე ახლახან დაქორწინდა. მისი რჩეული ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელია. ბედნიერი წყვილის ფოტოებმა მთელი სოციალური ქსელები და ინტერნეტი მოიცვა. ულამაზესმა პატარძალმა უამრავი მილოცვა და კომპლიმენტი მიიღო.
მაკამ ახლახან სოციალურ ქსელში გურიაში გადაღებული ფოტოები განათავსა. ის ბახმაროში იმყოფება. „ჩემი გურია“, ასეთი წარწერა გაუკეთა ფოტოებს მომღერალმა.