მაკა ზამბახიძე და ია სუხიტაშვილი მესამედ თხოვდებიან

0
4372

სხვა რაკურსს“ მაკა ზამბახიძე და ია სუხიტაშვილი სტუმრობდნენ. მათ საკუთარ პირადულ ამბებზე ისაუბრეს გადაცემის წამყვანთან და გაამხილეს, რომ ახალი რჩეულები ჰყავთ.
ია სუხიტაშვილი უკვე ცხრა თვის ფეხმძიმეა. მსახიობი მესამედ აპირებს დაქორწინებას. პირველი ქორწინებიდან მსახიობ კახა ახვლედიანთან მას ბიჭი ჰყავს, მეორედ იამ ბედი ასევე კოლეგას, მიშა მესხს დაუკავშირა, თუმცა რამდენიმეწლიანი ქორწინება დასრულდა. მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ. მიზეზებზე არც ერთ მათგანს არ ულაპარაკია. როგორც ამბობენ, მიშა შერიგებას ცდილობდა, მაგრამ იამ ურთიერთობა დაასრულა. და აი, ბოლო პერიოდია მისი საყვარელი მამაკაცი სანდრო შარაშიძეა. წყვილი პირველ ერთობლივ შვილს ელოდება, ბიჭს და უკვე ერთად ცხოვრობენ. იას ვაჟიც მათთან ერთად ცხოვრობს. როგორც იამ აღნიშნა, მისი რჩეული ინჟინერია, პროფესიაში განსხვავება საინტერესოა და ზოგჯერ შესაძლოა, სხვა პროფესიის ადამიანმა მსახიობს უფრო კარგად გაუგოს, ვიდრე კოლეგა მამაკაცმა…
მაკა ზამბახიძე უკვე ორი წელია, მეორე მეუღლეს, ვახო ჭუმბურიძეს დაშორდა. მაკასაც პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს, სალომე, რომელიც დედიკოს გზას დაადგა, კარგად მღერის და ცნობილ დედას სიმღერებსაც უწერს. მაკასა და ვახოს, იასა და მიშას მსგავსად, არ ჰყოლიათ საერთო შვილი. მაკას ახალი რჩეულის სახელი და გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ის 28 წლის ძიუდოისტი, მიხეილ ჩოხელია. როგორც მაკამ ტელეინტერვიუში აღნიშნა, საყვარელი მამაკაცისგან ქორწინებაზე შეთავაზება უკვე მიიღო, „არ გავიპრანჭე“, დასძინა მომღერალმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ის მესამედ გათხოვდება.
იას და მაკას ვულოცავთ გაბედნიერებას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.
ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here