ტელეჟურნალისტი მაკა ცინცაძე სასტუმრო “ჰოლიდეი ინში“ გადასაღებად თავის პატარა გოგონასთან, 4 წლის კესოსთან ერთად გვესტუმრა. კესო ლამაზ თეთრ კაბაში გამოეწყო და დედიკოსთან ერთად ფოტოგრაფის წინ იპოზიორა.
მაკა ცინცაძე:
კესო თავიდან ბოლომდე მე მგავს, მამასაც ჰგავს, თუმცა უფრო მეტად მე. ხასიათიც ჩემი აქვს. როცა ტელევიზიით მხედავს, მგონი, უხარია. თავად არის ხოლმე მაკა ცინცაძე, მიწყობს ხოლმე ერთი მსახიობის თეატრს, ჯდება მაგიდასთან, მიჰყავს გადაცემა და ჰყავს რესპონდენტები.
კესოს გამოჩენა როგორი იყო შენს ცხოვრებაში?