მაკა ცინცაძე მეუღლეს დაშორდა – „მიჭირს საჯაროდ ამ თემაზე საუბარი…“

0
3650

ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ტელეწამყვანი მაკა ცინცაძე ადასტურებს ჭორს, რომელიც თბილისში დიდი ხანია, გავრცელდა – ის მეუღლეს დაშორდა.

„სამწუხაროდ, ასე მოხდა. მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ – ერთად აღარ ვართ, ასე ჯობდა. მიჭირს საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, თან, პირველად ვამბობ. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. რვა წელი ვიცხოვრეთ ერთად და  გადაწყვეტილებაც ერთ დღეში არ მიგვიღია. ამ ადამიანის მადლობელი ვარ, მისი ძალიან ბევრი თვისების გამო. ამჟამად გვაქვს ჯანსაღი ურთიერთობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვყავს კესო, რომელზეც ვზრუნავ და რომელიც ჩემი ბედნიერებაც არის, მოტივაციაც და ყველაფერიც. კესო ძალიან მაგარი გოგოა. ხუთი წლისაა. ანებივრებენ და ისიც ირგებს….“, აღნიშნავს ტელეწამყვანი და დასძენს, რომ ამჟამად მის პირად ცხოვრებაში სიახლე არ არის და გულისთვის არ სცალია. მაკა ყოფილ მეოღლესთან ერთად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here