საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მალე ერთ-ერთ არხზე გამოჩნდება. ტელეკომპანია „მესამესგან“ მან შეთავაზება მიიღო და ტელეწამყვანობას დათანხმდა. როგორც გადაცემის ახლად გავრცელებულ ანონსში თავად აღნიშნავს:
„მე პირადად სათქმელი მართლაც ბევრი დამიგროვდა. გადავწყვიტე, ამ თემებზე „მესამეზე“ ვისაუბრო“.
ანონსში ჯერჯერობით არ არის მითითებული, როდის გავა არხის ეთერში ახალი გადაცემა მაკა ჩიჩუას მონაწილეობით.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს საქართველოს პირველი ლედი, ამ რანგით, გამოჩნდა ტაალნტების შოუში „ნიჭიერი“, სადაც ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლდათ.