საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა ჟურნალთან „O.K.“ საუბრობს დედობის ახალ გამოცდილებაზე და იმაზე, როგორ წარმოუდგენია შვილების აღზრდა. ჟურნალისთვის მან ვაჟებთან ერთად ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.
როგორც პირველი ლედი აღნიშნავს, „ოჯახი ჰარმონიისა და სიყვარულის ფუნდამენტია. ბავშვებზე ის კი არ ახდენს გავლენას, შენ როგორ მორალს წაუკითხავ, არამედ ის, რომ ბავშვი ყველაზე მეტად უყურებს და გრძნობს იმას, თუ როგორ ურთიერთობენ ოჯახის წევრები ერთმანეთთან და რა ღირებულებები აქვთ მატთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებს. ეს განაპირობებს ბავშვის აღზრდას და მის ჩამოყალიბებას პიროვნებად“.
კითხვაზე, როგორი მამაა პრეზიდენტი, მაკა ჩიჩუა პასუხობს:
პრეზიდენტი ძალიან ლოიალური და სიყვარულით სავსე მამაა. მართალია, რუტინულად არ იღებს მონაწილეობას ბავშვის მოვლაში, რასაც ჰქვია ბავშვისთვის საფენების გამოცვლა და ა.შ. მაგრამ სითბოსა და სიყვარულს უხვად გასცემს.