მაკა ჩიჩუა: „ჩვენ შეგვეძლო, დღეს სასახლე გვქონოდა, მაგრამ გიორგის უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნისას ერთი ნემსი არ აუღია ზედმეტად…“

0
931

მაკა ჩიჩუა ჟურნალ „თბილისელებთან“ პანდემიის შემდეგ საკუთარი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრობს. როგორც ყოფილი პირველი ლედი აღნიშნავს. მისი ოჯახი, ღვთის წყალობით, ჯერჯერობით ლუკმა-პურის გარეშე არ არის დარჩენილი, მაგრამ არ იცის, შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები.

მაკა ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არაფრით უსარგებლია: „გიორგი არის პატრიოტი ადამიანი, რომელსაც ერთი ნემსი არ აუღია ზედმეტად, როცა უმაღლესი თანამდებობა ეკავა. ჩვენ მართლა გვქონდა საშუალება, რომ დღეს სასახლე გვქონოდა, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოიხვეჭო ამდენი?! მე მხოლოდ ელემენტარული მინდა. არც საცხოვრებელი შემიცვლია და არც ცხოვრების სტილი – ერთადერთი, ერთი პერიოდი ქუსლიანი ფეხსაცმლით დავდიოდი და რამდენიმედღიანი ვიზიტებისას ისე ვიღლებოდი, რომ ფეხზე დგომა აღარ შემეძლო. კამერებით რომ დაგდევენ და ყოველი დღე გაწერილი გაქვს, რა უნდა მოახერხო?! ხანდახან შოპინგისაც ვერ ვახერხებდი მაშინ, როცა რაღაც მჭირდებოდა და თუ ვყიდულობდი, იმასაც ჩემი ფულით ვყიდულობდი, რადგან მინდოდა, კარგ ფორმაში ვყოფილიყავი და ჩემი ქვეყანა ისე წარმომეჩინა, რომ ვინმეს ბოგანოები არ ვგონებოდით“.

მაკა ჩიჩუა ასევე აღნიშნავს, რომ მის ოჯახს დანაზოგი არ აქვთ, გიორგი მარგველაშვილი ლექციებს კითხულობს, ხოლო ის გადაცემა, რომელშიც მაკა იყო დასაქმებული და ხელფასს იღებდა, დაიხურა: „ძიძებში მე იმდენ ფულს ვერ გადავიხდი, რამდენსაც სხვები იხდიან. მრავალშვილიანი ოჯახები ჰყავთ, მაგრამ ხუთი და ექვსი ძიძა ეხმარებათ. მე ერთი დამხმარე მყავს, რომელიც ყველაფერში მეხმარება და ერთ ბავშვს ყურადღებას აქცევს. არ მაქვს იმის საშუალება, რომ ორი და სამი ძიძა დავიქირავო. ჩემი და გიორგის მშობლებიც ხანში შესულები არიან და ვერ გვეხმარებიან…“

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here