მაკა ასათიანი თბილისშია. მან საქართველოში Mercedes Benz-ის წარმომადგენლობის ოფიციალური განახლებული ცენტრი, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს, საზეიმოდ Mercedes Benz-ის (Daimler AG) მოწვეულ დელეგაციასთან ერთად გახსნა.
წვეულებას მაკას უამრავი ახლობელი ესწრებოდა, მათ შორის მისი ოჯახის წევრებიც. სოციალურ ქსელში დიზაინერმა თავად გაავრცელა ფოტოები, სადაც შვილთან, კახისთან, პროდიუსერ ირაკლი ნადარეიშვილთან, მეგობარ ბაია გადაბაძესთან, მძახალთან (კახის სიდედრთან) და სხვებთან ერთად არის გადაღებული.
მაკამ, როგორც ყოველთვის, არჩევანი საყვარელ შავ ფერზე შეაჩერა და ხავერდის კომბინეზონი და აბრეშუმით გაწყობილი პიჯაკი მოირგო. ის კვლავ ულამაზესია და საღამოზე თვალს ვერავინ წყვეტდა.