მაკა ასათიანი და ჯაბა დიასამიძე ბარსელონაში ახალ კონცეპტ-მაღაზიას „დარიალი“ ხსნიან

0
2022

ახალი კონცეპტ-მაღაზია „დარიალი“ ბარსელონაში მალე გაიხსნება. ულამაზესი საშოპინგო ცენტრის დამფუძნებელი ქართველი დიზაინერი ჯაბა დიასამიძე გახლავთ. ჩვენი ინფორმაციით, მასთან ერთად მაღაზიას, რომელიც ბარსელონას შუაგულში მდებარე მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ულამაზესი შენობის პირველ სართულზე განლაგდება, უხელმძღვანელებს ასევე მაკა ასათიანიც.

„დარიალში“ წარმოდგენილი იქნება ასზე მეტი ბრენდი, მათ შორის Raf Simons, The Row, JW Anderson, Haider Ackerman, Jil Sander, Mackintosh, Sacai, Christopher Kane, Isaac Reina, Thom Browne, Qasimi, Acne Studios, Loewe, Viu, Ryan Roche, APC, All Blues, Linda Farrow, Helmut Lang, Drake’s, Veja, Tata Naka და Mykita. გაიყიდება არა მხოლოდ ტანსაცმელი, არამედ ნახატები, წიგნები და სახლის ნივთები.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here