მაილი საირუსს ახალი ბოიფრენდი ჰყავს

0
59

მაილი საირუსის პირადი ცხოვრება კვლავ იბრუნებს აქტუალურობას – ტაბლოიდები მომღერლის ახალ რომანზე ალაპარაკდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არაფერი დადასტურებულა და ყველაფერი მხოლოდ ჭორის დონეზეა. ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემის ცნობით შემსრულებელს კომედიების ვარსკვლავ – დეინ კუკთან აქვს ურთიერთობა.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მაილის სახელი მოდელ სტელა მაქსველთან ერთად გაჟღერდა. მაშინ როცა საირუსი თავის ყოფილ ბიჭებთან რომანს დიდხანს ტოვებდა საიდუმლოდ, გოგონებმა არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის აფიშირება გადაწყვიტეს და არაერთი ხმაურიანი სტატიაც მიეძღვნა მათ რომანს. ტაბლოიდების ცნობით მაილი და სტელა ზაფხულის ბოლოს დაშორდნენ, მიზეზი კი ეჭვიანობა და მუდმივი გაუგებრობა იყო. როგორც ჩანს მომღერალმა გადაწყვიტა ბედი ისევ მამრობით სქესთან ეცადა და თვალი დეინ კუკს დაადგა.

დეინი და საირუსი სულ რამდენნკერმე შეხვდნენ ერთმანეთს, ისიც დაჯილდოებებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე, მაგრამ როგორც ირკვევა ბოლო დროს ისინი ერთად ხშირად დადიან. ამავეს ადასტურებს უცნობი წყაროც Us Weekly-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ სანამ მაილის ცხოვრებაში სტელა და დეინი გამოჩნდებოდნენ, შემსრულებელი ლიამ ჰემსვორთზე იყო დანიშნული. მიუხედავად ამისა მათი რომანი კრახით დასრულდა და საირუსმაც ბედნიერება პატრიკ შვარცნეგერის გვერდით იპოვა, თუმცა არც მათი ურთიერთობა გაგრძელდა დიდხანს…