ამერიკული მუსიკალური შოუს The Voice-ის მე-10 სეზონის მენტორების სიას ეპატაჟური მომღერალი მაილი საირუსი შეურთდება. ამის შესახებ ინფორმაცია მომღერალმა ჟიურის სავარძელთან გადაღებული სურათით დაგვიდასტურა და ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა. პროექტში მაილის წინამორბედები: კრის მარტინი, ტეილორ სვიფტი და სხვა ვარსკვლავები იყვნენ. ამჯერად კი კრისტინა აგილერას, ფარელ უილიამსის, ადამ ლევინის და ბლეიკ შელტონის გუნდს საირუსების ოჯახის ყველაზე გადარეული წევრი შუერთდებათ.
მაილი ცოტა ხნის წინ ვუდი ალენის სერიალში როლზეც დაამტკიცეს. წელი საკმაოდ ნაყოფიერად დაიწყო. როგორც იცით მან ურთიერთობა ლიამ ჰემსვორტთან აღადგინა და მის ხელზე ნიშნობის ბეჭედიც გაჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ მაილის პირადი ცხოვრება და კარიერა ისე ყვავის, როგორც არასდროს.