მაილი საირუსი ლომებზე ნადირობის შეწყვეტის მოთხოვნით გამოდის

0
76

მაილი საირუსმა გადაწყვიტა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გააკეთოს სამყაროსთვის სასარგებლო საქმე და Change.org-ის პეტიციას არათუ ხელი მოაწერა, არამედ თავის ფან ფეიჯზეც გამოაქვეყნა – სკანდალური შემსრულებელი მოითხოვს ლომებზე ნადირობა შეწყდეს.

რეალურად, ეს პრობლემა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საკმაოდ გავრცელებულია – საქმე იმაშია, რომ სრულიად ლეგალურად ადამიანები ლომებს ბოკვრებს ჰპარავენ, შემდეგ ზრდიან და როდესაც ისინი ზრდასრულ ასაკს მიაღწევენ, სპეციალურად ნაკრძალებში უშვებენ – იქ კი ტურისტები ათასობით დოლარის გადახდის შემთხვევაში შეძლეებენ, ლომებზე ინადირონ.

იმისთვის,რომ საბრალო ცხოველები უფრო მარტივი სამიზნეები გახდნენ, მათ უმეტესწილად აშიმშილებენ და სპეციალურ დამაშვიდებელ მედიკამენტებს აძლევენ – შესაბამისად, ლომის მოძრაობა ბევრად შენელებულია, ისევე როგორც მისი რეაქცია პოტენციური საფრთხის გამოჩენისას, ტურისტებსაც ძალიან მარტივად შეუძლიათ ველური ბუნების მკვიდრი ლომი ნაკრძალში მოკლან. როგორც ჩანს, ცხოველების მოყვარული მაილი ისე შეაწუხა ლომების ხვედრმა რომ გადაწყვიტა ცხოვრებაში ერთხელ მაინც თავისი შიშველი მკერდის და დუნდულების გარდა სოციალურ ქსელებში რაიმე ღირებული აეტვირთა.