მაიკო კაჭკაჭიშვილის ხმაურიანი აღიარება: “ზომაზე მეტს ვსვამდი…“

0
13

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქის გვერდზე იმის შესახებ წერს, რომ გახშირებული სუიციდის შემთხვევები შესაძლოა, ნარკოტიკების მიღებას უკავშირდებოდეს:

“მერამდენე სუიციდი მესმის გავგიჟდი…. ეს ყველაფერი ბიო ნარკოტიკების და 700 ტაბლეტ გრიმოდინებს და ბაკლოსანებს რომ იღებენ, იმის ბრალია!!!! თან, რა პატარა ბიჭები და გოგოები იკლავენ თავს, ძალიან მწყდება გული :(((“

მაიას კომენტარისთვის დავუკავშირდით და ძალიან საინტერესო რამ გვითხრა პირადი გამოცდილებიდან.

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

ბოლო ორ კვირაში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ამბავი გავიგე. მგონია, რომ ეს ნარკოტიკებს უკავშირდება, რადგან მათი მიღება ძალიან ღრმა დეპრესიას იწვევს. ვერ ვიტყვი, რა გამოსავალს ვხედავ.

მაგრამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა, ახლა უკვე ის აზრიც გამიჩნდა, რომ სასმელიც აიკრძალოს. ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ არანაკლებ დამანგრეველია.

შენი გამოცდილებიდან რას ნიშნავს?

ზომაზე მეტს ვსვამდი… და მივხვდი, რომ საშინელება იყო. არანაკლები დეპრესია აქვს ალკოჰოლსაც. ვერ გეტყვი, ზუსტად რამდენი ხანია, ეს გავაცნობიერე, მაგრამ ალკოჰოლი ჩემი მტერია და ადამიანს უკან ხევს. ფაქტია, რომ დალევა აღარ მომწონს.

ხელოვანები ხშირად ამბობენ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში შემოქმედებითად უფრო აქტიურები არიან…

გეთანხმები და მეც ეგ პრობლემა მქონდა. ალკოჰოლმიღებული ბევრად უფრო გახსნილი და უკომპლექსო ვარ, როცა რამეს ვწერ, მაგრამ ფხიზლად ყოფნა ჯობს. მე ასე დავასკვენი და ამ დასკვნამდე თავად მივედი, რადგან სამწუხაროდ, არავის ვუსმენ. დამოკიდებული არასდროს ვყოფილვარ, უბრალოდ, ასე ჯობია.

რას ურჩევ მათ, ვინც ალკოჰოლზეა დამოკიდებული?

ყველაფერი კარგია დოზირებულად, ზედმეტი არაფერი ვარგა.