კომპოზიტორმა და მომღერალმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა მცირე ხნის წინ კუჭის დაპატარეავების ოპერაცია გაიკეთა და შემდეგ თვეებში თავის ძველ წონას გამოემშვიდობება. მაიკო ოპერაციის გაკეთებამდე სპეციალურ დიეტაზე იყო, შესაბამისად, უკვე ოპერაციამდეც ჰქონდა დაკლებული, ხოლო შემდეგ ყოველდღიურად კიდევ უფრო კარგად გამოიყურება.
შედეგებით თავადაც ძალიან კმაყოფილია. სოციალურ ქსელში ოპერაციამდე და შემდგომ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და აღნიშნავს:
„როგორი ბედნიერი ვარ და როგორ მიხარია, ვერ აგიხსნით, რომ ძალიან ბევრი გოგოს სტიმული გავხდი, როგორც მეუბნებით და მწერთ… უკვე ბევრმა გაიკეთა ოპერაცია და დეტალებსაც კი მწერენ :))) ბევრი სწორ კვებაზე გადავიდა და იმასაც მწერენ, რამდენს იკლებენ… მიდით, გოგონებო, განიცადეთ უდიდესი სიამოვნება და მეც უფრო დიდი სტიმული მეძლევა თქვენით… ქუჩაში, მარკეტებში, უცხო ხალხი რომ მაჩერებს და მეუბნება – „რა კარგად გამოიყურებით“, ბედნიერებისგან ვივსები ❤️ მე ჯერ არ დამიმთავრებია, ასე რომ შემომიერთდით !!! ❤️❤️
დიდი მადლობა ყველას, რომ არ იშურებთ ამდენ სითბოს“.