20.8 C
Tbilisi
Friday, March 24, 2023

მაიკო კაჭკაჭიშვილი მომღერლებს მიმართავს: „ეს არის წყლის ნაყვა…“

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი მიმართავს მომღერლებს და სთხოვს მათ, მხოლოდ სხვისი სიმღერების კოპირებით ნუ იქნებიან დაკავებულნი, რადგან ეს მათ ტალანტს ნაკლებად წარმოაჩენს.

„განვმეორდები!!!

მომღერლებო, ახლებოც და ძველებოც რამდენიც უნდა იმღეროთ cover-ები, აზრი არ აქვს კარიერას და თქვენს შემოქმედებას, იმიტომ, რომ თუნდაც ქავერის მნიშვნელობაც არ იცით.

განვმარტავ: ქავერი ორიგინალის დაკოპირებას არ ნიშნავს, ქავერი ნიშნავს ორგინალის განსხვავებულ ვერსიას!!! თქვენ კი აკოპირებთ შემსრულებელს! დამიჯერეთ, ეს არის წყლის ნაყვა! დროს ნუ კარგავთ, განავითარეთ საკუთარი თავი თქვენთვის შექმნილ მუსიკაში, თუ ვერ ქმნით, მიაკითხეთ პროფესიონალებს და გვაჩვენეთ, სინამდვილეში რას წარმოადგენთ ბიონსეს და ჯესი ჯეის მოხსნით კი არა, თქვენით თქვენით! ჩემი კეთილი რჩევაა, ახალგაზრდობა არ დაუთმოთ ქოვერებ!!!

Latest Posts

ბოლო სიახლეები