მაიკო კაჭკაჭიშვილი: „მას შემდეგ, რაც დავწერე, რომ ვერ ვიგებ, როგორ არის ბებიაჩემი, ხალხი რეკავს ინგოროყვაში და კითხულობენ მის ამბავს, მერე მე მირეკავენ… გაოგნებული ვარ გვერდში დგომით…“

0
466

მაიკო კაჭკაჭიშვილის ბებია და ბაბუა კორონავირუსს ებრძვიან. სამწუხაროდ, კომპოზიტორის ბიძა ამ დაავადებისგან ახლახან გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც მაიკომ სოციალურ ქსელში ამ სამწუხარო ამბის შესახებ დაწერა, უამრავი უცნობი ადამიანისგან საოცარი თანადგომა იგრძნო, რის შესახებაც „ფეისბუქზე“წერს.

„არ მინდა სქრინების დადება, მაგრამ გაოგნებული ვარ სრულიად უცხო ადამიანების გვერდით დგომით.

ნადვილად აღარ მეგონა, თუ ადამიანებს კიდევ შეეძლოთ ასეთი თანაგრძნობა!

გუშინდელი დღის მერე რაც დავწერე, რომ ვერ ვიგებ ბებიაჩემის მდგომარეობას, ხალხი რეკავს ინგოროყვაში და ბებიაჩემის, ლილი გელაშვილის ამბავს კითხულობენ და მერე მე მწერენ მდგომარეობას.

გუშინ გვიან ჯანდაცვიდანაც დაურეკავთ.

სრულიად უცხო ადამიანები მწერენ, რომ დღეს ეს ექიმია რეანიმაციაში და მაძლევენ ნომერს.

ხვალინდელი მორიგე ექიმის ნომერსაც მწერენ.

დღეს საავადმყოფოდან დამირეკეს, ნუ გეშინიათ, კარგად ვუვლით, ნუ ააწიოკეთ მთელი ქვეყანაო, ნუ იუმორით მითხრეს, მაგრამ მე მართლა ამიწიოკებია ინგოროყვა.

მადლობა, ხალხო, ეს ჩემთვის წარმოუდგენელ პატივისცემას და სიყვარულს ნიშნავს.

ახლა კი ვხვდვები, რომ ძალა უნდა მოვიკრიბო, რომ არ დავკარგო თქვენნაირი უცნობი ხალხი, რომელიც თურმე ბევრ ახლობელს ჯობია❤️❤️

მე ჩემებურად შევეცდები, გადავიხადო მორალური ვალი თქვენ წინაშე“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here