მაიკო კაჭკაჭიშვილი კუჭის დაპატარავების ოპერაციას თავის დაბადების დღეზე გაიკეთებს

0
90

3 თებერვალს კომპოზიტორისა და ვოკალისტის, მაიკო კაჭკაჭიშვილის დიდი ხნის ოცნება ასრულდება, ის კუჭის რეზექციის ოპერაციას გაიკეთებს და ამ პროცედურის საშუალებით უკვე ოთხ თვეში სასურველი სხეულის ფორმის მიღებას დაიწყებს. მაიკოს არაერთხელ უთქვამს იმის შესახებ, რომ ძალიან უნდოდა წონის დაკლება, დიეტებიც უცდია, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, ძალიან სერიოზულადაა განწყობილი.

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

დღეს ვიყავი ქართულ-იტალიურ კლინიკაში, დავით აბულაძესთან და გადაწყვეტილია, რომ ჩემი დაბადების დღისთვის, 3 თებერვლისთვის, კუჭის რეზექციას გავიკეთებ. სიმბოლურია, რადგან მგონია, რომ ამ დღეს მეორედ დავიბადები.

ეს პროცედურა მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული ხერხია წონის დასაკლებად. საკმაოდ ძვირად ღირებული პროცედურაა და 100%-იან შედეგს იძლევა. რეალურად კლება ოპერაციის დღიდან იწყება, 4 თვეში უკვე შედეგი შესამჩნევი, 6 თვეში კიდევ უფრო მეტად და სრული შედეგი ერთ წელიწადში მიიღწევა. ადამიანი ოთხი ლუკმის მერე თავს დანაყრებულად გრძნობს ისე, როგორც ჩვეულებრივი ზომის კუჭის შემთხვევაში ერთი თეფში საჭმლის მირთმევის შემდეგ. გოგონამ ბევრი სიედაც არ უნდა ჭამოს (იღიმის). მე ქეიფიც მიყვარს და ყველაფერიც, მაგრამ ახალ ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტები მექნება. სიგარეტის მოწევა კატეგორიულად იკრძალება, ანესთეზიას არც გაგიკეთებენ ასეთ შემთხვევაში, ოპერაციის შემდეგ ორი თვე სიგარეტს არ უნდა გავეკარო და ამდენ ხანს თუ გავძელი, მერე, ალბათ, აღარც მივუბრუნდები.

როგორია შენი განწყობა?

ორნაირი: უკიდურესად მეშინია, თავად ოპერაციის და ანესთეზიის და მეორე მხრივ, უკიდურესად მიხარია, რომ მთელი ცხოვრება რაზეც ვოცნებობდი, იმ სურვილს ავიხდენ.

შესაძლებელია, ადამიანი ისევ გასუქდეს ასეთი ოპერაციის შემდეგ?

ყველაფერი შესაძლებელია, თუკი ძალით შეჭამ მეტს, მაგრამ მე ამას ნამდვილად არ ვაპირებ.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here